სართული

1

სექტორი

1

ქაფრინა თაუერი

იხილეთ სართული გეგმა

ქაფრინა თაუერს

საერთაშორისო ბიზნეს დეველოპერი „ქაფრინა“-ს ნოვატორული პროექტი „ქაფრინა თვინ თაუერსი“ შეიქმნა 2018 წელს იტალიელი არქიტექტორების მიერ. პროექტი გამოირჩევა სრულიად განსხვავებული არქიტექტურული ხედვითა და ექსტერიერის დიზაინით.

კომპანია „ქაფრინამ“ გადაწყვიტა მძიმე ეკოლოგიური პროექტების ფონზე, ხელი შეუწყოს ქალაქის სწორი მიმართულების განვითარებას, ამიტომ არჩევანი თბილისის ერთ-ერთ გამწვანებულ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე შეარჩია- ვაშლიჯვარში.

ორი ბლოკისგან შემდგარი თვინ თაუერის მთავარი კონცეფცია არის კომფორტული და ჰარმონიული გარემოს შექმნა მაცხოვრებლებისვთის, ამის მისაღწევად კომპანიამ ერთ სივრცეში გააერთიანა არქიტექტურული პროექტი შესანიშნავი ხედებით ქალაქზე, სუპერმარკეტი, სავაჭრო ცენტრი, საოფისე სივრცე ბანკისთვის, ზამთრის ბაღი, დახურული ეზო, საბაშვო გასართობი  და სარეკრეაციო გამწვანებული სივრცე.

კომპანიის მთავარი კონცეფციაა დაამკვიდროს მაღალი სტანდარტი სამშენებლო ბიზნესში, სწორედ ამიტომ „ქაფრინა თვინ თაუერისთვის“ გამოიყენება უმაღლესი ხარისხის სამშენელო მასალები (ავსტრია, გერმანია, ირანი, ჩინეთი, თურქეთი). სპეციალური ჯგუფის მიერ მუდმივად მოწმდება გამოყენებული მასალების ხარისხი საქართველოში არსებულ ყველა წამყვან ლაბორატორიაში.

ჩვენი გუნდის მიზანია  შექმნას  „ქაფრინა თვინ თაუერსი“, რომელიც იქნება სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი  ინვესტორებისთვის, რომელთა ინტერესს საქართველოში ტურისტული ბიზნესის განვითარება წარმოადგენს. ქაფრინას თვინ თაუერსს აქვს საუცხოო მისაღები, აპარტამენტები აღჭურვილი იქნება მაღალი-ტექნოლოგიური ჭკვიანი მოწყობილობებით მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის.

ქაფრინა თვინ თაუერს - შეიძინე სახლი ჩვენთან და აირჩიე შენი ცხოვრება!